„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის კრიტიკას.
რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ბერამ განაცხადა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მლნ დოლარს გადარიცხავს.
არქიმანდრიტის კომენტარის ამსახველი „სქრინი" თავად ანიტა რაჭველიშვილმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.