Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს გირაო ძალაში დაუტოვა

25 ოქტომბერი, 2019 18:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოყენებული გირაო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატ ზვიად კორძაძის შუამდგომლობა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული  700-700 ათასი ლარიანი, ხოლო ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარ მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გაუქმებას მოითხოვდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად განმარტა, რომ კვლავ არსებობს ბრალდებულთა მიმალვის  და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს სდებს 2008 წელს, ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. გამოძიების ვერსიით „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, დანაშაულებრივი სქემის განხორციელებაში ავთანდილ წერეთელი დაეხმარა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^