Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ქაცარავას ატოცის და აბანოს მოსახლეობა დაუპირისპირდა

26 ოქტომბერი, 2019 19:33

მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერ დავით ქაცარავას სოფლების ატოცის და აბანოს მოსახლეობა დაუპირისპირდა. ადგილობრივებმა    ქაცარავას ქმედებებს პროვოკაციული უწოდეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვება მოსთხოვეს. როგორც ისინი ამბობდნენ, ქაცარავა რუსების გაღიზიანებით არის დაკავებული.

მოსახლეობასა და „ძალა ერთობაშიას“ წევრებს შორის დაპირისპირება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 

დავით ქაცარავა და ანტისაოუკუპაციო მოძრაობა ამ ყველაფერს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ პროვოკაციად აფასებს.

ქაცარავას თქმით, დაახლოებით ორი თვის წინ იგივე სიტუაცია იყო, როდესაც სოფელ ბობნევში რამდენიმე აქტივისტი  დახვდა  და როგორც შემდგომში გაირკვა ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ აქტივთან  დაახლოებული პირები იყვნენ.

„რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში, რომელთაც ძალიან აგრესიულად დაიწყეს ჩვენი დადანაშაულება, რომ თურმე სადაც ჩვენ ვჩნდებით, იქ სიტუაცია იძაბება. ამას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად ვაფასებთ, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დისკრედიტაციასა და მარგინალიზებას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან კარგადაა ცნობილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოზიტიური განწყობა ჩვენს მიმართ, თუ ასეთი ტიპის„ტიტუშკების“ გუნდებს არ ჩავთლით, რომელიც ხელისუფლებას ჰყავს“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^