Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასიური სახე ჰქონდა ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერ ტრადიციას - ISFED

28 ოქტომბერი, 2019 11:26

ცენტრალური სარჩვენო კომისია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში საკრებულოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ყველა უბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ოფიციალური მონაცემების  მიხედვით, ლაგოდეხში 84,4 პროცენტით გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ომარ შველიძემ; კონკურენტის გარეშე დარჩენილმა მართველი პარტიის წარმომადგენლებმა ზურაბ ფეიქრიშვილმა - ადიგენში და რობერტ კაკულიამ მარტვილში, მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 100 პროცენტი მიიღეს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებს.

27 ოქტომბრის არჩევნებს 10 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან ერთად აკვირდებოდნენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) წარმომადგენლებიც, რომელთა შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში ჩაიარა, მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას.

„რიგ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^