Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე ორი წელია ლიკვიდაციის შიშით ვცხოვრობ - დეკანოზი მამალაძის წერილი ციხიდან

28 ოქტომბერი, 2019 12:10

ე.წ. „ციანიდის საქმის" მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძე „ტვ პირველს“ სკანდალური წერილი მისწერა. დეკანოზი ამბობს, რომ გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებდა. დეკანოზის განცხადებით, ვასაძე თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის დასახელებას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპყრობილეში ლიკვიდაციით ემუქრებოდა. ტელეკომპანია გიორგი მამალაძის ოჯახის თანხმობით წერილს სრულად ასაჯაროებს. წერილის გამოგზავნის დრო კი მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებებს ემთხვევა.

„მამუკა ვასაძე, რომელიც შეკერილი საქმეების სპეციალისტია და ის ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გაჰყავთ, დანაშაულის  აღიარებას  მთხოვდა და ამბობდა, რომ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი თანამზრახველებად უნდა დამესახელებინა. ეს ის ვასაძეა, რომელმაც არ იცის რა არის პატივი და ღირსება. დარწმუნებული ვარ ბატონმა ვასაძემ არც მორალი და ეთიკა იცის. ის თავის ხელის ბიჭების მეშვეობით ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების გარდა, სხვა საქმეების  აღიარებას მთხოვდა. მე ორი წელია ლიკვიდაციის შიშით ვცხოვრობ. ამით რომ ვერ დამაშინეს, ბავშვების სიცოცხლით და თორნიკეს დაკავებით მემუქრებიან. თუმცა ავიწყდებათ, რომ არაფერი არ იმალება“, - წერია დეკანოზ მამალაძის წერილში.

დეკანოზი წერილში ამბობს, რომ ციხიდან  ამ თემებზე საუბარს არ აპირებდა, თუმცა ქვეყნისთვის  და ეკლესიისთვის ის მოცემულობა  არსებობს,  რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ის ვალდებულია ამ თემებზე ისაუბროს. ამით კი იმ არა ერთ ადამიანს გადაარჩენს, რომლებიც რაც საპატრიარქოში ხდება იმის მსხვერპლია.

„ჩემი დაპატიმრებით რეალურად ის მოახერხეს, რომ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს ჩამოაშორეს. ასევე, მეუფე დიმიტრი, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი გაანეიტრალეს. ჩემმა ძმამ თქვენთან ეთერში თქვა, რომ სინოდის სხდომის შემდეგ ყველაფერს ფარდას ახდის. ეს ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის იმდენად მძიმე იქნება, რომ საფიქრალი და სადარდებელი მემატება. მე ამ თემაზე პატიმრობაში მყოფს საუბარი არ მსურდა, მაგრამ სწორედ თავისუფლებაზე ყოფნისაას, როდესაც ამ უმძიმესი საკითხების მოგვარებას ვითხოვდი, ეს ჩემი პატიმრების მიზეზი გახდა. ამით კი სოსო ოხანაშვილის დამატებით საპატრიარქოდან ჩამოშორება მოახერხეს“,-წერს დეკანოზი წერილში.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^