Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

28 ოქტომბერი, 2019 12:57

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული, მძიმე ტავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის განცხადებით სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო და ფაქტი თავად მუშის დაუდევრობამ გამოიწვია. როგორც მან „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, გადმოვარდნის დროს დასაქმებული სამსახურეობრივი დავალებას არ ასრულება და არც უსაფრთხოების ქამარი ეკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით წარმოებულ მშენებლობაზე ერთი კვირის წინ დასაქმდა. სამშენებლო კომპანია - "თ.მ." ქუთაისში შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორ თერთმეტსართულიან კორპუსს აშენებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^