Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს

28 ოქტომბერი, 2019 13:00

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ იაკობმა საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი  „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ამბობს რომ ამ სიმართლეს ის სამი წელი მალავდა და ახლა გამხელის დრო დადგა. მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრად მივიდა. მეუფემ ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ დამატებით განცხადებას გააკეთებს.  

„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი... რაღაც პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს.სამი ადამიანი შემხვდა მე. ეს შეხვედრა იყო კვირიკაშვილთან კაბინეტში,  იქ იყო ვახტანგ გომელაური, და გიორგი გახარია.  

პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების საუბრისას უხერხულობას გომელაური და კვირკაშვილი გრძნობდნენ, გახარია არ  გრძნობდა.  უწმინდესს  ამის  შესახებ ათი დღის შემდეგ ვუთხარი და ღირსეული პასუხიც გავუგზავნეთ. პრემიერთან  საუბარი უწმინდესის  შეცვლაზე იყო, თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რომ ის მოსაყდრე იყო. ეგ მაგას არ ნიშნავს, რომ ის მთავრობის კაცია. დანარჩენ განცხადებას მერე კიდევ გავაკეთებ“ ,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე იაკობმა, რომელიც პატრიარქთან შესახვედრად მივიდა. 

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^