რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა განხორციელდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელის და ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოფიციალური ვებგვერდების გახსნისას ჩნდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი ინგლისურენოვანი წარწერით „მე დავბრუნდები“.
როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს სისხლის სამართლის საქმე 284 მუხლით აღიძრა, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.