ქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალსიტებთან მეუფე იაკობის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მას თავისი მიდგომა და დამოკიდებულება აქვს საპატრიარქოსთან, რწმენასთან და უწმინდესთან, ამიტომაც არ სურს, ამ ყველაფრის მონაწილე იყოს. მისი აზრით, მეუფე იაკობის განცხადებები გახაიას წინააღმდეგ არის მიმართული.
„მე მგონია, რომ ეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული, რადგანაც ჩვენ მეუფე იაკობისგან რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ, რომ გახარია თუ პრემიერი გახდებოდა ჩამოაგდებდა. ამიტომაც მგონაი, რომ ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.
დღეს, მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ იაკობმა საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.