Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

20 ივნისს დაშავებულებს სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

28 ოქტომბერი, 2019 16:45

20 ივნისის ღამით, პარლამენტის წინ დაშავებული მაკო გომურისა და, მასთან ერთად, კიდევ 15 დემონსტრანტისა და ჟურნალისტის მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგორც სარჩელის ავტორებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სასამართლომ უარის მიზეზად განმარტა, რომ დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.

საიაში სასამართლოს ამ განმარტებას დაუსაბუთებლად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შეუთავსებლად მიიჩნევენ. "სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უგულებელყოფს საქმეში არსებულ ცალსახა გარემოებას, რომ დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მათ შორის, რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული. მიუხედავად ამისა, მიღებული განჩინებით სასამართლო სადავოდ ხდის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს" - განაცხადეს საიაში.

პროცედურის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი იურისტები კვლავ გააგრძელებენ აქციის დროს დაზარალებულ პირთა ინტერესების დაცვას, მათ შორის, საერთაშორისო მექანიზმებს გამოყენებითაც.

როგორც ცნობილია გენერალური პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 16 პირისათვის, მათ შორის 8 ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას, თავდაპირველად 19 სექტემბერს მიმართა. 

პროკურატურამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ​მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს თუმცა, ამ ფაქტს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევდა და ექსპერტიზის შედეგებს ელოდა.

გენერალურ პროკურატურაში „ლიბერალს“ უდასტურებდნენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, რის შედეგადაც შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს. თუმცა მანამდე დანიშნულმა ექსპერტიზებმა უნდა დაადგინოს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მისი გამომწვევი მიზეზები თუ საშუალებები. ასევე  გამოძიება სწავლობს, თითოეულ ამ პირთან მიმართებით მოხდა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენება კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ პროკურატურაში გამოძიება 2 მიმართულებით წარიმართა:  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობა) და 333-ე მუხლით (აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება).

საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და მხოლოდ 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეებზე ბრალი წაუყენეს 17 მოქალაქეს და მხოლოდ 3 სამართალდამცავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^