ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. მისი აზრით, საზოგადოების მხარდაჭერა იმდენად დიდი იქნება, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნამდვილად არ ველოდები, რომ კოალიციის შექმნა დაგვჭირდება ვიღაცასთან. მე მგონია, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა იქნება იმდენად მყარი, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციაზე საუბარი", — აცხადებს მდინარაძე.
შეგახსნებთ, რომ თამარ ჩუგოშვილმა რეალისტური უწოდა იმ ფაქტს, რომ 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობა, შესაძლოა, ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღოს, მათ შორის ვერც „ქართულმა ოცნებამ".