უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალსიტებთან საუბარში აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურატურას გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. მისივე თქმით, სასამართლოსთვის წარდგენილი მასალები ჯერ სრულფასოვანი არ არის.
„პროკურატურას სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რომ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მოვლენები შეაფასოს. ამის შემდეგ შეაფასოს ხარისხი, რომელიც დაზარალებულებს თუ არადაზარალებულებს უნდა მიანიჭოს; არამარტო მაკო გომურს, არამედ საუბარია პოლიციელებზეც. ვფიქრობ, სასამართლოსთვის წარდგენილი გარკვეული მასალები ჯერ არ არის სრულფასოვანი იმისთვის, რომ სასამართლომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. პროკურატურას სწრაფი მუშაობა მართებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო.