Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შმაქსისტების" წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიდის - „გირჩმა" საპროტესტო აქცია გამართა

29 ოქტომბერი, 2019 13:22

„გირჩის“ განცხადებით „შმაქსი"-ს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.  ამის გასაპროტესტებლად კი პარტიის წევრები, მხარდამჭერებთან და "შმაქსისტებთან" ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. კოლონით, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციას გამართეს.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: შეწყდეს „შმაქსებზე" ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს; გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

მისივე თქმით, პატრულმა "შმაქსისტებზე ნადირობა" უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შმაქსისტები პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე უყვებიან, მათი უმეტესობა ჯარიმებს მაინც წერს - განმარტა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, "შმაქსი" მიმდინარე წლის სამ ოქტომბერს, მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეფორმების საპასუხოდ დაფუძნდა. ამ დროისთვის 500-ზე მეტი "შმაქსისტია" რეგისტრირებული.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^