პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” განშტოებები აქვს და არიან “ნაცები”, “შმაცები” და “შმაცუნები”, ამიტომაც მათთან კოალიციის შექმნა არის გამორიცხული. კობახიძეს ეეჭვება, რომ ოპოზიცია მთლიანობაში 40 პროცენტიან მაჩვენებელს ასცდეს. მისი განცხადებით, ოპოზიციის რესურსი 40 პროცენტია.
“ნაციონალურ მოძრაობას” განშტოებები აქვს და არიან „ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“ კოალიციის შექმნა არის გამორიცხული. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, მაგალითად “პატრიოტთა ალიანსი”, “დემოკრატუული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება“,-განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მათ აქვთ პრინციპები და წითელი ხაზები. ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ განშტოებებს, პრინციპები არ აქვთ.