საქართველოს გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე ამბობს, რომ „გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება." გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ბოდვაა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს გადაყენებაზე საუბარი. მისი თქმით, დასახელებული პირები იმ მომენტისთვის იმ თანამდებობებს არ იკავებდნენ, როგორც ეს გაჟღერდა და გამოძიება ამ მოტივით ვერ დაიწყება.
"გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება. პატრიარქის გადაყენებაზე საუბარი ბოდვაა", —განაცხადა შალვა თადუმაძემ.
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი კი აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა,გიორგი კვირიკაშვილმა, კაბინეტში დაიბარა. შეხვედრაზე მას გორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დახვდნენ. სამივე მინისტრი მას უწმინდედის გადაყენებაზე "ეჩალიჩებოდნენ“.