დღეს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყება.
სხდომა არასრული შემადგენლობით ჩატარდება. საპატრიარქოში 40-მდე მიტროპოლიტი შეიკრიბება, რომლებთან ერთად მეუფე იაკობიც იქნება. სხდომის დღის წესრიგი უცნობია. თუმცა, სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ განხილვის მთავარი თემა მეუფეს განცხადებები იქნება. უცნობია იმსჯელებენ თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზეც.
რამდენიმე მღვდელმთავარი უკვე საპატრიარქოშია, ადგილზე დაცვა და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ჟურნალისტებისთვის დაწესდა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
სხდომაზე უკვე მივიდა რამდენიმე სასულიერო პირი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ იმყოფება საპატრიარქოში.
არ არის გამორიცხული, რომ მეუფე იაკობმა ეპარქიაც დატოვოს. ასევე შესაძლებელია განიხილონ მეუფე პეტრეს საკითხიც, რომელმაც კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით მედიაში განცხადებები გააკეთა.