
დღეიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. მოძრაობის ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება რეგისტრაციის თითოეულ მსურველს და მათ ინდივიდუალურად გაესაუბრება. გაიგებს მათი პრობლემების შესახებ და იმ მიზეზს, თუ მათ პარტიაში რეგისტრაცია რატომ გადაწყვიტეს. მოქალაქეთა რეგისტრაცია „თბილისი ცენტრალში“, 12:00 საათზე დაიწყება.