Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელებს, ვიმსჯელებთ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებაც“-განაცხადა მეუფე ანტონმა.

31 ოქტომბერი, 2019 11:50

საპატრიაქროში სინოდის სხდომაზე დასასწრებად მისულმა  მეუფე ანტონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხდომაზე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრებენ. მისი თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, რომ მსჯელობა დეკანოზ მამალაძის საკითხსაც შეეხოს. მეუფე ანტონი ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზეც ისაუბრონ. 

„აქ სწორედ იმის გამო ვართ მოსულები, რომ გავარკვიოთ რა თქვა მეუფე იაკობმა.  დაველოდები ახსნა-განმარტებებს, კითხვა-პასუხებს, ამის შემდეგ გავერკვევი სიტუაციაში“,-ამბობს მეუფე ანტონი. 

ჟურნალისტების კითხვაზე ენდობა თუ არა ის მეუფე იაკობის განცხადებას, მეუფე ანტონის პასუხობს:

„არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო, არც იმის, რომ არ ვენდო. საერთოდ კითხვები განკვეთა და ასე შემდეგ ამოიღეთ, ასეთი რაღაცეები  არ არსებობს. გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია როგორიც იქნება, ეს პატრიარქთან იქნება შეჯერებული. მე მისი წერილი არ მინახავს, წავიკითხავ და ვიმსჯელებთ“,-ამბობს მეუფე ანტონი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მოხდება თუ არა სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე მსჯელობა და რა პოზიცია ექნება მას, მეუფე პასუხობს:

„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელებს, ვიმსჯელებთ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებაც“,-განაცხადა მეუფე ანტონმა.   

საპატრიარქოში სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. რამდენიმე მღვდელმთავარი უკვე საპატრიარქოშია, ადგილზე დაცვა და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^