ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე „ტვ პირველთან“ საუბარში გიორგი მამალაძის შესაძლო შეწაყალებას და მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურება. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგის წერილი, რომელიც მან 4 მღვდელმთავარს გაუგზავნა, მეუფე პეტრემ დააწერინა და მასში იგივე წერია, რაც მეუფემ სინოდის სხდომიდან გამოსვლისას პატრიარქზე თქვა.
„ჩემი ცხობრების თვითმიზანი მამალაძის ციხეში ყოფნა არ ყოფილა, ამიტომაც მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა და ამიტომ უშვებენ. დიახ დეკანოზი მამალაძე თავის დოზე ვერ ჩავიდა გერმანიაში ციანიდით და მეუფე პეტრემ მორალური ტექრაქტი პატრიაქრს მოუწყო.
მეუფე პეტრე ყოველთვის ციანიდის საქმესთან იყო დაკავშირებული. რეალურად მისი სიმართლე რაც იყო ვნახეთ. უკვე გაბოროტებულმა, როცა ის განკვეთეს, პატრიარქზე წარმოუდგენელი რამ თქვა. ის საზოგადოებისგანაც უნდა განიკვეთოს. სირცხვილია, რომ ამ ადამიანს გამარჯობა უთხრან. როცა მღვდლად აკურთხეს, მაშინ როგორ იყო, არ იცოდა? ახლა რატომ ალაპარაკდა?
ჩვენ ხომ ვიცით, რაც წერია იმ წერილში, იგვე რაც პეტრემ უკვე თქვა. ერთადერთი ადამიანი პატრიარქი, რომელიც შანტაჟს არ ექვემდებარება. ამით პატრიარქს უკვე რამდენი ხანი ადანაშაულებენ. მეუფე ზენონი დაკავებული იყო მოძიებით რა ეწერა შიგნით. მეუფე პეტრემ მამა გიორგისთნ ერთად წერილი შეადგინა, სხვა არაფერი წერია, რაც მეუფემ ახლა თქვა. ასევე, ამ ყველაფერთან მეუფე გიროგოლიც დაკავშირებულია, რომელიც მეუფე პეტრეს გადაყენებას გამოეხმაურა. მემგონი დღეს საზოგადოება საბოლოოდ დარწმნდა, რომ გიორგი მამალაძეს ვინც იცავდა. წარმოუდგენელი რამ მოხდა, რაც მეუფე პეტრემ გააკეთა“,-ამბობს ირაკლი მამალაძე.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.