Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მსგავსი თავდასხმები პატრიარქზე სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმას ნიშნავს"-გიორგი გახარია

31 ოქტომბერი, 2019 18:15

საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მეუფე პეტრეს განცახდებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმები პატრიარქზე სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმას ნიშნავს.

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

„მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე“,-ამბობს გახარია.

მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო.  მისი აზრით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ეგოს ვერ თოკავენ, ამით   ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ.

„ეს აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს  ჩვენი პატრიარქის გვერდით იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოვალთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^