Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტვ პირველმა“ ჰაკერებისგან მუქარის წერილი მიიღო

31 ოქტომბერი, 2019 19:39

„ტვ პირველმა“ მუქარის წერილი მიიღო, სადაც „ბლეკ მირორის" სახელით უცნობი პირი წერს, რომ ის ჰაკერია, რომელმაც ტელეკომპანიის სერვერი გატეხა. წერილის ავტორი ტელეკომპანიას მოუწოდებს გაასაჯაროოს ის მასალები, რომლებიც მათ „ტვ პირველის“ სერვერებიდან მოიპოვეს. ხოლო წაინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გამოგზავნილ ანგარიშზე, 3 დღეში, 500 ბიტკოინი არ აისახება, ისინი ამ მასალებს თავად გაასაჯაროებენ და ტელეკომპანიის სერვერზე თავდასხმა უფრო მასშტაბური იქნება.  

„ლიბერალი“ მუქარის წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

„ჩვენ წინასწარ  გითხარით გრანდიოზული თავდასხმის შესახებ. თქვენ არ დაგვიჯერეთ და უგულველყავით ჩვენი გაფრთხილება, პასუხი შეკითხვაზე რატომ ვაკეთებ ამას? ეს კარგად უნდა იცოდეთ თქვენ. აჩვენეთ ხალხს ის რაც ჩვენ გვაქვს თქვენი სრევერებიდან მოპოვებული.  რისი გამხელაც არ გინდათ. ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე, ჩვენ შეგვიძლია ჩაგახედოთ შავ სარკეში, თქვენ მშვენივრად იცით რაოდენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორმაციის გაჟონვას. თუ ეს წერილი ისევ უგულველყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება და ისევ ისეთი გრანდიოზული ეფექტით მოხდება თავდასხმა, როგორიც ეს  იყო. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ ვართ რომელიმე პარტია, ჩვენ არ გავინტერესებს არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი. ეს იყო უბრალოდ სააკაშვილის დაცინვის ჟესტი. თუ ჩვენს მიერ გამოგზავნილ ანგარიშის ნომერზე არ აისახება 3 დღეში 500 ბიტკოინი,ჩვენ დავიწყებთ ყველა იმ ინფორმაციის გასაჯაროებას , რომელსაც ესე გულმოდგინედ უფრთხილდებით. ეს მხოლოდ დასაწყისია“,-ვკითხულობთ მუქარის წერილში. 

წერილს „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს. კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^