საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წმინდა სინოდის სხდომას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილმა ქვეყანაში ქაოსი და რუსული გაავლენები დაამკვიდრა.
„ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო
ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი, დაპირისპირება და რუსული გავლენები" - ამბობს სააკაშვილი.