ქარელში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი მაცხოვრებლები კი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.