ამ წუთებში პრემიერი გიორგი გახარია პატრიარქს დახურულ კარს მიღმა ხვდება. გახარია საპატრიარქოში უწმინდესის სანახავად სულ რამდენიმე წუთის წინ მივიდა. პრემიერი საპატრიაქროს ეზოში ისე შევიდა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია რაზე ისაუბრებენ პატრიარქი და პრემიერი, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და მეუფე პეტრეს განცხადებას შეეხება. ასევე უცნობია გააკეთებს თუ არა პრემიერი რაიმე სახის განცხადებას საპატრიარქოს დატოვების შემდეგ.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან. მისი ეპარქია კი მეუფე გრიგოლს ჩააბარეს.