პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქო დატოვა. პატრიარქთან მისულმა გახარიამ იქ სულ 10 წუთი დაჰყო. უცნობია მოხდა თუ არა რეალურად მათ შორის შეხვედრა და თუ მოხდა ასე მოკლე დროში რაზე ისაუბრეს.
ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ მინისტრის პრესსამსახური და ფოტოგრაფი, თუმცა ისინი საპატრიარქოში არ შესულან. გახარიამ საპატრიარქო ისე დატოვა, რომ ჟურნალსიტებთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ფაქტია, რომ სინოდის განჩინებაში არაფერია თქმული მეუფე იკაობის განცხადებაზე, სადაც მან გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება როგორც ჩანს კვლავ ძალაში რჩება.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან. მისი ეპარქია კი მეუფე გრიგოლს ჩააბარეს.