„შეხვედრამდე სამოთხეში“-ასე დაემშვიდობა ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმთავრის სტატუსშეჩერებული მეუფე პეტრე მრევლს და სასულიერო პირებს. მან გადაწყვეტილება მიიღო და ახლად მივნილებულ მეუფე გრიგოლს ეპარქიას გადააბარებს. ის ამბობს, რომ მოღვაწეობას საქართველოში გააგრძელებს. ჭყონდიდელის ეპარქიაში წუთი-წუთზე მეუფე გრიგოლი მივა. მეუფე პეტრე, ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი შეხვედრას ახალ მიტროპოლიტთან გამართავენ.
„შეხვედრა სამოთხეში. მოღვაწეობას საქართველოში გავაგრძელებ. ახლა კი დავიშალოთ, ყველაფერი კარგად იქნება“ -ასე მიმართა მეუფემ მრევლს.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი „მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან. მისი ეპარქია კი მეუფე გრიგოლს ჩააბარეს.