დღეს კანცელარიასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აზარტული თამაშების ხელმისწვდომობა სასწრაფოდ შეზღუდოს. აქცია კანცელარიასთან 7 საათზე დაიწყება.
იურისტი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე ეს პირველი დიდი და სახალხო აქცია იქნება, რომელშიც მონაწილეობას ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია მიიღებს.
„ვიცით, რომ აზარტული თამაშები მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ანადგურებს ადამიანებს და ოჯახებს. საქართველოს მთავრობას მივმართავ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ზომები მიიღოს, რათა აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს“ - აცხადებს დოლიძე.