Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება განცხადება, რომლსაც განმცხადებელი უარყოფს

01 ნოემბერი, 2019 18:01

გენერალური პროკურატურა განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებაზე. როგორც უწყებაში განმარტავენ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს.

„სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.

აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას“ - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურაში მცდარად და წინააღმდეგობრივად აფასებენ მეუფე იაკობის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, „მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა, როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა, საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი“.

საქარველოს პროკურატურაში ასევე ეხმაურებიან სასულიერო პირის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. "ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად“, აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს  “ტვ პირველს” მეუფე იაკობმა განუცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში მის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც მასთან ერთად ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია. მეუფე იაკობი თქმით, თანამდებობის პირებმა მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარება სთხოვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^