Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეუფე პეტრე ინჩხურის მონასტერში გამწესებას ითხოვს-რას გადაწყვეტს საპატრიარქო?

02 ნოემბერი, 2019 13:32

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა შიო მღვიმის მონასტერში წასვლაზე, სადაც ის პატრიარქის ბრძანებით გაამწესეს, უარს აცხადებს. მეუფე პეტრე თავის ყოფილ ეპარქიაში მდებარე ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლის ნებართვას ითხოვს და საპატრიარქოს პასუხს ელოდება.  

მზადაა თუ არა კომპრომისისთვის საპატრიარქო, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. მეუფე ამბობს, რომ ამის მიზეზი ის გარემოებებია, რომელიც მის ეპარქიაშია და ბევრი საკითხების გადაჭრა მის გარეშე გაჭირდება. 

„ვთავაზობ საპატრიაქროს, რომ ერთ-ერთ  რომელიმე მონასტერში აქ ვიყო.  მყუდროდ ვიქნები და  გარდამავალ პერიოდში მექნება საშუალება, რომ მივეხმარო მეუფესაც და აქ არსებულ გიმნაზიას, ზრუნველობა მოკლებული ბავშვები არიან და პანსიონია.  იქ კვების საკითხებია, სხვადასხვა ფინანსური საკითხებია., რომელსაც მოგვარება სჭირდება. იმით რომ უბრალოდ აქ ვიყო, პარალელურად მივეხმარო მას, როგორც დამხმარე ადამიანი გარდამავალ პერიოდში. თუ ამაზე უარს იტყვიან, ამით უბრალოდ გამოჩნდება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ეპარქიის მიმართ," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ: 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე ცაავა გაათავისუფლეს სინოდის წევრობიდან, მას ასევე აუკრძალეს მღვდელმსახურება. სინოდის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები სახელდება, რომელიც მღვდელმთავრების და პატრიარქის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებდა, თავად პეტრე ცაავა კი მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრისთვის დაისაჯა და სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^