Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგობისთვის დეკანოზის შეწყალების ინფორმაციას „ფეიკს" უწოდებენ

02 ნოემბერი, 2019 15:38

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი „ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს შეიწყალებს.

„ასეთი „ფეიკნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა", აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა და ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე.

31 ოქტომბერს გამართული წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 18 სექტემბერს შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც დღემდე ძალაშია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^