Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქის წინაშე მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს - მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა

04 ნოემბერი, 2019 14:10

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია დატოვა. ეპარქიიდან წასვლამდე მან პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ პატრიარქთან მოსანანიებელი არაფერი აქვს. 

„პატრიარქის წინაშე მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, მე ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით“, - აცხადებს მეუფე პეტრე. მისივე თქმით, ის ნებისმიერი სასჯელისთვის მზად არის.

მეუფე პეტრე არც იმას  გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ის ეკლესიიდან მოკვეთონ კიდეც. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლას აგრძელებს და არც პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.    

„რა თქმა უნდა, სულის საცხონებლად სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ. ასევე, დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, რაც  ეკლესიის გაჯანსაღებასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ეხება.  მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობასა და უწმინდურობას არ დავემორჩილები", - აცხადებს მეუფე პეტრე.

ჟურნალისტების კითხვაზე სად აპირებს ის სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელებას მეუფე პასუხობს: „თუ დამოუკიდებლად მომცემენ სივრცეს, სადაც დამოუკიდებლად შემიძლია ვიყო, ვიარსებო, ვილოცო და ვიკვებო, შემიძლია დავთანხმდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დანგრეულ მონასტერს, თუ განმაწესებენ, ვიქნები, სადაც მექნება დამოუკიდებლად არსებობის საშუალება“.

მან ასევე ჭორი უწოდა ბერძნულ ეკლესიაში მღვდელმსახურების შესაძლო გაგრძელებას: „ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ, დავსვათ წერტილი. ჭორებზე აღარ გავცეთ პასუხი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე ცაავა გაათავისუფლეს სინოდის წევრობიდან, მას ასევე აუკრძალეს მღვდელმსახურება. სინოდის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები სახელდება, რომელიც მღვდელმთავრების და პატრიარქის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებდა, თავად პეტრე ცაავა კი მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრისთვის დაისაჯა და სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^