Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში" ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლით იმუქრება

04 ნოემბერი, 2019 15:04

მოძრაობა „ქართული მარში“ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას არ დაუშვებს. როგორც მოძრაობის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მეტიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 8 ნოემბერს, როდესაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ".

„ჩვენ კატეგორიულად არ დავუშვებთ მამათმავლური პროპაგანდის პორნო ფილმის პრეზენტაციას საქართველოს დედაქალაქში. 8 ნოემბერს, ჩვენ ჩავშლით ამ ჩვენებას. რადგან ეს არის ჩვენი მოვალეობა და მე ვფიქრობ ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, ესაა ჩვენი მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში. მოხდება კინოთეატრების ბლოკირება. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმა და ამ მშვიდობიანი ფორმით არ დავუშვებთ შევიდნენ კინოთეატრში", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

​ანონსის მიხედვით, „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის -„და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^