
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს, სახელმწიფოს და ეკლესიის გვერდით.
„არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან იგივე ადამიანები დგანან, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არაულობების და პარლამენტზე მიტანილი შეტევების უკან. რაც აქ იკვეთება საერთო ხაზი არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათზე შეტევა აერთიანებს ამ მოვლენებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები და რაკურსების გამოკვეთა, ჩვენს პატრიაქრს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს“, - აცახდებს არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში იმყოფება, სადაც საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება.