ხურვალეთში რუსი სამხედროები კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო რეჟიმის სამშენებლო ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.