ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.
როგორც გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, „ლიბერალთან“ ამბობს, მის შვილს არაფერი აწუხებდა ისეთი, რასაც მისი გარდაცვალება შეიძლება გამოეწვია. წამალაძე აცხადებს, რომ ის ექსპერტიზის პასუხებს დაელოდება, მანამდე დამატებით არაფრის თქმა არ შეუძლია.
„არ ვიცი რით გარდაიცვალა, არაფერი აწუხებდა. მოულოდნელად ჩაიკეცა და დაიღუპა. ვერაფერს ვიტყვი დამატებით, ვერც ვარაუდს გამოვთქვამ. მხოლოდ ექსპერტიზის პასუხებს დაველოდები და ამის შემდეგ გვეცოდინება რა გახდა გარდაცვალების მიზეზი“, - ამბობს წამალაიძე.
შეგახსენებთ, ქრისტეფორე წამალაიძე მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში ფიგურირებს. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.