Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ჩვენებებს აძლევენ მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე სპეცოპერაციის ხელმძღვანელები

07 ნოემბერი, 2019 13:24

„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ აღძრულ საჩივარში მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის - სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის - ირაკლი ჩიმაკაძის და ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს.

20 აგვისტოთი დათარიღებულ სუს-ის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციიის მიხედვით, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კონტრტერორისტულმა ცენტრმა დაიწყო გამოძიება. ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება. ვინაიდან ინფორმაციის მიხედვით დასტურდებოდა ცეცხლსასროლ იარაღის არსებობა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუსის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები..

გომელაურის ჩვენების მიხედვით, მას კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სოფელ დუისში ჰყავდა თანამზრახველები. შესაბამისად დაიგეგმა ამ პირების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ვინაიდან ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი, ამიტომ სუსის უფროსმა გადაწყვიტა, მათ საგამოძიებო ჯგუფს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი დახმარებოდა. მან სოდ-ის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება და მიუთითა რომ ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო უსაფრთხოდ, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო.

მოწმის განმარტებით, რომ 26 დეკემბერს, იგი დუისში არ იმყოფებოდა და ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ მისი მოადგილე გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე აწვდიდნენ.

გამომძიებლის შეკითხვაზე: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე, ვახტანგ გომელაურმა უარყოფითი პასუხი გასცა.  

გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, ანალოგიური ჩვენება აქვს მიცემული პროკურატურისთვის, 14 აგვისტოს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსს - ირაკლი ჩიმაკაძესაც.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, უშუალოდ არც თავად ყოფილა 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში და მიმდინარე ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2017 წლის 26 სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა პროპორციული ძალა გამოიყენა.

როგორც კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერს, შემუშავებული გეგმის მიხედვით, დუისში ჩასვლისთანავე დასაკავებელი პირების საცხოვრებელ სახლებში შევიდოდა სოდ-ის თანამშრომლები, რათა შეექმნათ უსაფრთხო გარემო და ამის შემდგომ უნდა შესულიყო მისი საგამოძიებო ჯგუფი.

„სპეცოპერაცია დაიწყო დაახლოებით 03:30 საათიდან, დაახლოებით 15-20 წუთში მას რაციით სპეცრაზმელმა შეატყობინა, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო დაჭრილი და სჭირდებოდათ დახმარება. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სოდ-ის უფროსმა უთხრა, რომ დაჭრილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც არ დაემორჩილა სპეცრაზმელის ბრძანებას და შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას. სოდ-ის უფროსმა აგრეთვე მიუთითა, რომ დაჭრილს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ სპეცრაზმის სამედიცინო რაზმის წევრები და სასწრაფო დახმარებაც გამოძახებული იყო, საგამოძიებო ჯგუფის წევრებს დაჭრილის სახლში შესვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ მას შემდეგ რაც გამნაღმელების მიერ დათვალიერდებოდა ხელყუმბარა და შეიქმნებოდა უსაფრთხო გარემო.

როგორც კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, თავად არ მონაწილეობდა ჩხრეკაში, თუმცა რამდენადაც იყო ხელმძღვანელი პირი შევიდა ოთახში, სადაც სროლა განხორციელდა, ნახა, რომ ხელყუმბარა განაღმულ მდგომარეობაში იდო შესასვლელი კარის ხელმარცხნივ პატარა ნოხზე, ხელყუმბარას ის არ შეხებია და არ იცის იყო თუ არა მასზე სისხლის კვალი - ვკითხულობთ პაატა ჯაჭვაძის ჩვენებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^