Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამა გიორგი სხილაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

08 ნოემბერი, 2019 13:16

მღვდელ, მამა გიორგი სხილაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც იგი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო. სასულიერო პირმა საქართველოდან სასწრაფოდ გამგზავრება სწორედ ამ რეალური საფრთხით ახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

„მე არ ვაპირებდი წასვლას და კვირას კიდევ წირვა მქონდა დანიშნული თბილისში, მაგრამ გუშინ დაგვიკავშირდნენ ახლობლები და შეგვატყობინეს, რომ არის რეალური საფრთხე და სასწრაფოდ დავტოვეთ თბილისი. ეს არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ფანატიკური ჯგუფები მომისიონ და სულ მცირე, გამანადგურონ. მეუღლე მახლდა გვერდით და მისი უსაფრთხოების გამო, დავტოვე თბილისი", - ამბობს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძე საქართველოდან საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. სასულიერო პირის თქმით, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მანამდე მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^