Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შუქრუთის მაღაროსთან მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზს" მადნეულის მოპოვების უფლებას არ აძლევს

11 ნოემბერი, 2019 15:28

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროსთან მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს" მადნეულის მოპოვების უფლებას  არ აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაბზარულია მათი საცხოვრებელი სახლები და ეკლესია.

კომპანია დაზარალებულებს ზარალის ანაზღარებას თვენახევრის წინ დაჰპირდა, თუმცა, როგორც  ადგილობრივები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზმა" პირობა დაარღვია. ადგილობრივები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მადნეულის მოპოვების სამუშაოებმა ადგილობრივების სახლები დააზიანა. კომპანიამ განცხადება ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„პირველადი მონაცემებით შესწავლილი და გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს და ირკვევა, რომ „შუქრუთში“ სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ წარმოებული მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებით არის გამოწვეული; დაზიანებების მეტი წილიც სწორედ იმ პერიოდისაა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურებულ იქნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზი” მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შუქრუთის მოსახლეობამ იცის, თუმცა მათ უკან მდგომი პირები ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, „რომლის მიზანი მდგომარეობს საკუთარი ვიწრო ინტერესების შანტაჟის გზით დაკმაყოფილებას".

აქცია სოფელ შუქრუთში მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ისინი დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^