განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე იყო. დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თანამდებობა ეკავა. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.
მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.