Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობის სხდომა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა

13 ნოემბერი, 2019 12:18

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული „ქართული ოცნების" სხდომა, რომელიც პარტიის ოფისში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით,  ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, უცვლელია. თუმცა არის მაჟორიტარების ნაწილი, რომელიც კანონპროექტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს.  არველაძის განმარტებით, ის მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. 

ასევე შეხვედრიდან გამოსული კახა ოქრიაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძის მისამართით იყო, რადგან ხუნდაძე პარტიის წევრიცაა. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ხუნდაძე ყველაზე მეტად აქტიურობდა, ამიტომაც მთელი აგრესია მასზე გადავიდა.       

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პოზიციას არც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ იცვლის და აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

ხუნდაძის თქმით, იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელიც ამ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი არიან, გაცილებით მეტია და ეს შედეგი პარლამენტში გამოჩნდება.

ხუნდაძეს აღარ დაუკონკრეტებია, ტოვებს თუ არა უმრავლესობას საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის გამო:

„მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე ბევრი, ვიდრე არის დღეს; რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. ვემზადებით ჩასაგდებად,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დეპუტატი და უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ სხდომა ემოციურ ფონზე ჩატარდა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების" წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

"საკმაოდ ემოციური დისკუსია იყო. პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით პარტიის მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ჩვენი პარტიული უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ დავიცვათ ის პირობა, რაც მივეცით საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-ამბობს ზოიძე.

სულ ცოტა ხანში პარლამენტში სესია დაიწყება და ამ კანონპროექტს კენჭს უყრიან. რუსთაველზე პარლამენტის წინ კი აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ თუ „ოცნება“ პირობას დაარღვევს, მას ხალხი საკადრის პასუხს გასცემს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^