Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს „გერმანულ საარჩევნო სისტემაში“ ხედავს

15 ნოემბერი, 2019 14:12

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს  „გერმანულ საარჩევნო სისტემაში“ ხედავს. 

„შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია „გერმანული საარჩევნო სისტემა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული. ამ სისტემის მიხედვით:

 საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად;

 პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის; არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა;

 საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3%-ია.

ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10% და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, 6 გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ 9 კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში.

ამრიგად, ერთდროულად კმაყოფილდება პროპორციულობის მოთხოვნაც და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც. თანაც ამ ყველაფერს სჭირდება არა 113, არამედ 76 ხმა. და კიდევ, სახელმწიფოებრივი კეთილგონიერება“, - წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^