Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლელოს" მემარცხენე იდეოლოგიის წევრებიც შეემატნენ

15 ნოემბერი, 2019 14:28

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12 კაციანი ჯგუფი წარუდგინა. მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიის პარტიას შეემატნენ მემარცხენე აქტივიზმით ცნობილი: პოლიტიკური თეორიის დოქტორი - გრიგოლ გეგელია, საჯარო სამართლის იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი - ირაკლი კუპრაძე და აღმოსავლეთმცოდნე, სამოქალაქო აქტივისტი - ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი.

როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ არის სხვადასხვა შეხედულების, თავისუფალი ადამიანების გამაერთიანებელი პლადფორმა, იმ ადამიანების ერთობა, რომელთაც საკუთარი საქმეებით დაამტკიცეს პროფესიონალიზმი.  „ჩვენ არ გვეშინია შიდა დისკუსიის, რადგან ჭეშმარიტება იბადება კამათში. ეს აზრთა ჭიდილი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი საქართველო იყოს წარმატებული და ძლიერი... ხოლო რაც გუშინ მოხდა არის ხელისუფლების მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჰქვია, ადამიანის გამოყენება საშუალებად, რომ შეინარჩუნონ სკამები და თავზე მოგვახვიონ თავიანთი უუნარობა და უპერსპექტივობა. ამ დამოკიდებულებას არ შეეგუება ჩვენი გუნდი" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო“ წარმოადგენს ერთადერთ პროგრესულ ალტერნატივას, რომელიც ღირსეულ პასუხს გასცემს იმ ჭაობს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რვაწლიანი მმართველობის თავზე შექმნა. „ლელოში“ ვთანხმდებით, რომ ადამიანი უნდა იყოს ქვაკუთხედი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ვთანხმდებით, რომ შრომა, ეკოლოგია და ხარისხი უნდა იყოს  დაცული, ვთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება საქართველოში შიმშილობდეს 77 ათასი ბავშვი. საქართველო იმსახურებს ბევრად მეტს ვიდრე ამ ორპარტიულმა სახადმა შემოგვთავაზა“.

ირაკლი კუპრაძის თქმით, საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ სიბრაზეა დაგროვილი, რაც მოწმობს, რომ უკვე ცვლილებების დრო მოვიდა:

„რვა წელია, რაც რიგი სტუდენტებისა ჩართულნი ვართ სამოქალაქო აქტივიზმში და დავინახეთ იმ ჩაგვრის, კორუფციის, ნეპოტიზმის სისტემური ხასიათი, რომელიც ყველა მოქალაქეზე უმძიმეს გავლენას ახდენს, თესავს უიმედობის განცდას. სამოქალაქო აქივისტები ვიქეცით უბედური შემთხვევების რიგით მაუწყებლებად.. ბრაზი დაგროვილია და მოსულია ცვლილებების დრო", - აცხადებს კუპრაძე .  

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში დაიბადა და გაიზარდა, შვიდწლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოს მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს: „მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ საზოგადოების ნაწილი.. ვიზიარებ ჩვენი საზოგადოების აღშფოთებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩავერთო პოლიტიკურ საქმიანობაში, „ლელოს“ ფარგლებში" განაცხადა სმიტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^