„სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ბრიფინგზე აცხადებს, რომ ახლა არცერთ ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლების ხელში აღების ძალა არ შესწევს. როგორც ელისაშვილი ამბობს , ოპოზიციის საერთო მიზანია, რომ „ხელისუფლებიდან ჩამოვაშოროთ ივანიშვილი, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ის ჩატარდეს პროპორციული წესით და იყოს დროებითი მთავრობა. მათ შორის დროებითი საარჩევნო ადმინისტრაცია".
ელისაშვილის თქმით, ივანიშვილს შეეშინდა პროპორციული არჩევნების და ჩააგდო ეს არჩევნები.
„ბიძინამ მთელი მსოფლიო გადააგდო, გაეროც, დანარჩენი სამყარო და საქართველო ხომ საერთოდ. მათ რა დაეჯერებათ, არავის აღარ სჯერა, საერთაშორისო თაღლითის ხომ მით უფრო.
იმ ოთახში შეკრებილი ოპოზიციის წევრების 99%-ი ისეთი ხალხი ვიყავით შეკრებილები, რომ ან ერთმანეთს სხვა დროს შემოვულაწუნებდით, ან კიდევ თვალებს დავთხრიდით. ხომ წარმოგიდგენიათ, მე და ეკა ბესელია ვისხედით ერთ ოთახში. ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას, ხელისუფლების შეცვლის უნარი არ შესწევს. ამას გულახდილად ვამბობ, არადა დღეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დღეა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან გავუშვათ.
ამიტომაც ეს არის დროებითი ერთჯერადი ოპოზიციის გაერთიანება. ჩვენი მიზანია ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება და დროებითი მთავარობა იყოს. მათ შორის პირველ რიგში საარჩევნო ადამინისტრაცია“, - აცხადებს ელისაშვილი.