უმრვალესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც ვოლსკი ამბობს, რამდენიმე თემაზე ისაუბროს. მათ შორის ოპოზიცის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „გერმანული საარჩევნო სისტემაზე“, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდება და არაკონსტიტუციურია. ამიტომაც ქვეყანას 2020 წელს კვლავ არსებული შერეული სისტემით მოუწევს არჩევნების ჩატარება.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, ყველას სურვილი ჰქონდა აზრი გამოეთქვა. საქმიანი და მეგობრული წუხილი იყო თანაგუნდელების მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ. შერეულ სისტემაზე ითქვა, რომ ეს სისტემა არა მარტო „ოცნებას“ არამედ სახელმწიფოსაც სჭორდება. ე.წ. „გერმანული საარჩევნო სისტემა“ საქართველოს კონსტიტუციაში არ ჯდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ახსნას კონსტიტუციონალისტები გააკეთებენ.
ვისაუბრეთ ბიუჯეტზე, სადაც ბევრი სოციალური ინიციატივებია განსახილველი. ასევე, ცხინვალში ჩვენს დაკავებულ ექიმზე. ვმუშაობთ თუ როგორ დავიხსნათ.“, - განაცხადა ვოლსკმა.
ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არ ჩნდება მედიასთან ივანიშვილი და რატომ არ აკეთებს განმარტებებს, ვოლსკი პასუხობს:
„ვხედავ ყველა აქცენტის გადატანა ივანიშვილზე ხდება. უპირატესობა, რომელიც „ოცნებას“ გააჩნია, ის არის, რომ ყველამ თავისი მოსაზრება გამოხატოს. თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, თუმცა მათ მოსაზრებას ქვეყანაში ყველა არ იზიარებს. მივმართავ აქციის მონაწილეებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ეს აგრესია რაც იქიდან მოდის სწორი არაა. ინტენსიური მუშაობა მიდის ეუთოს, ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სადაც პარტიებს საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია. მგონია ჩვენ ნაკლებ განცხადებას არ ვაკეთებთ. რატომ არ მოდის თქვენთან და რატომ არ გაბარებთ ივანიშვილი ანგარიშს ეს მის მიმართ სასაყვედუროდ ვერ გამოდგება. ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას გავუფრთხილდეთ. ასე ხალხის სახელით ნუ საუბრობთ. ასეთ ქაოტურ სიტუაციაში არჩევნები ქვეყანას არ წაადგება. ხალხი ბიუჯეტს და სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.