აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის ერთი მიმართულება პოლიტიკოსების რეიტინგებს ეთმობა.
კვლევის მიხედვით უარყოფით მაჩვენებლიან პოლიტიკოსებს შორის მოხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეების 70%- უარყოფითად და მხოლოდ 23% აფასებს დადებითად.
57% უარყოფითად აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, 32% კი - დადებითად.
არასახარბიელო პოზიციაზეა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: 39% - დადებითი; 59% - უარყოფითი.
კვლევის მიხედვით, მოქალაქეების ყველაზე დადებითად „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიმართ არიან განწყობილი. მას 57% - დადებითად, ხოლო 36% - უარყოფითად აფასებს.
ხელისუფების ლიდერთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება კახა კალაძეს ერგო. მას 49% - დადებითად, 42% კი უარყოფითად აფასებს.
მესამე პოზიციაზეა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი - 47% დადებითი, 41% - უარყოფითი;
ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი აქვს „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მის რეიტინგის ბალანსია 66%- უარყოფითი, 14% - დადებითი.
თანაბარი 59 პროცენტიანი უარყოფითი შეფასებები აქვთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს, „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს და „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავას აქვთ. უგულავას და ბურჯანაძეს დადებითად 31%, ხოლო ინაშვილს 29% აფასებს.
კვლევის საველე სამუშაოები აწარმოა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5%;