Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ ოპოზიციის ხმების რაოდენობა ჩვენსაზე მეტია, მაშინ რაღაზე ნერვიულობენ? -კალაძე IRI-ის კვლევაზე

19 ნოემბერი, 2019 13:33

თბილისის  მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში IRI კვლევები შეაფასა, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 23%-ი აქვს, ხოლო ოპოზიციის ჯამური ხმების რაოდენობა 41%-ია. კალაძე ამბობს, რომ თუ მათი მხარდამჭერების რაოდენობა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ორჯერ მეტად აღემატება, მაშინ სანერვიულო რა აქვთ. 

„თეორიულად ჩავთვალოთ რომ ეს კვლევა სწორია, მაშინ საინტერესოა რამდენად ერკვევა მოსახლეობა საარცევნო სისტემაში. რატომ არ დაუსვეს კითხვა რამდენმა იცოდა ამ სისტემებს შორის განსხვავება? კარგი, თუ მთლიან ოპოზიციას ორჯერ  მეტი რეიტინგი აქვს ჩვენზე, აბა რა ანერვიულებს? მოვა ხალხი საარჩევნო ყუთებთან და არჩევანს გააკეთებს“, - აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, გასაკვირია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს რაიმე კრიტიკული ეთქვათ, რადგანაც „ოცნებას“ კრიმინალი და დანაშაული არაფერი ჩაუდენია.

„საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? კანონი დაარღვია? რა უნდა გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა? მათ გამოთქვეს წუხილი, როგორც ჩვენთან გუნდში, შიგნით ადამიანებმა, ვინც მხარს უჭერდა ამ პროპორციულ სისტემას. არც კანონი და არც  კონსტიტუცია არ  დაგვირღვევია ესაა ჩვენი პარტიული პრობლემა. იყო ადამიანთა ჯგუფი ვინც პირობა დაარღვია“, - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტიების კითხვაზე თუ კი პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება კვლავ მოხდება, რასაც დღეს ოპოზიცია ისევ გეგმას, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია? მოხდება თუ არა ისევ  ძალის გამოყენებით მათი დაშლა?

„ბლოკირება და გზის გადაკეტვა კანონის ფარგლებში არ ჯდება. როდესაც ადამიანების  იმდენი რაოდენობა არ არის, რომ გზის გადაკეტვა იყოს საჭირო, რატომ უნდა მოხდეს ეს? არავის კანონის დარღვევის უფლება არა აქვს“,-ამბობს კალაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^