Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს და პარლამენტის შენობის პიკეტირებას აანონსებს

20 ნოემბერი, 2019 12:34

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმას ახმოვანებს.    აქციები და პარლამენტის პიკეტირება მომავალი კვირის ორშაბათიდან გაგრძელდება.

„25 ნოემბერს მასშტაბური შეკრება და კვლავ პარლამენტის შენობის პიკეტირება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა. მისი თქმით, ისინი სამშაბათს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩაშლას გეგმავენ. თუ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა მოუნდებათ, ისევ მოუწევთ პოლიციის გამოყვანა, რადგან საკუთარი ნებით მათ შენობაში არ შეუშვებენ.

„დეპუტატებს თუ მოუნდებათ პარლამენტში შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ ყველა უნდა გაგვწიონ, მოიყვანონ წყლის ჭავლის მანქანა და 5000 პოლიციელი“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის გეგმები    „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გაახმოვანა.

გეგმის მიხედვით,   ორშაბათს 7 საათზე ოპოზიცია შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ.

„ორშაბათამდე ყოველდღიურად გაიმართება უმწვავესი აქციები, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებები. უნდა ვაიძულოთ, რომ დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას“, -   განაცხადა გუგავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^