უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას, ადასტურებს, რომ ის სხვა დეპუტატებთან ერთად პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს. თუმცა გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
„პარტიის შექმნაზე არც ვფიქრობ და არც ვაპირებ. ეს ასეთი ადვილი არ არის. ამას ძალინ ბევრი რესურსები და ცხოვრების ჩადება სჭირდება. ვაპირებთ, რომ ეს ვადა სანამ ამოიწურება ჩვენს საქმიანობას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდეს, ამისთვის კი ფრაქციის შექმნაა საჭირო. ამიტომაც ფრაქციის შექმნაზე ვმუშაობთ. ახლა გვარების დასახელება არაა საჭირო, ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზე ვართ. ამიტომ მემგონი ფრაქციის შექმნა არ გაჭირდება, თუმცა დანარჩენს სიტუაცია გვიჩვენებს. ჩვენი გულწრფელი პოზიცია ყოველთვის გამოხატული იქნება. მთავრობის და ბიუჯეტის დამტკიცება „ოცნების“ ექსკლუზიური უფლებაა. ჩვენ აღარ ვართ უმრავლესობის წევრები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა პროპროციული არჩევნების პროექტის ჩაგდების შემდეგ, 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვა.