Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უკანონო ქმედებები გავლენას ეკონომიკაზე ახდენს - გახარია

21 ნოემბერი, 2019 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის მნიშვნელოვან განზომილებას - ეკონომიკას არ ითვალისწინებენ და მის განვითარებას დესტრუქციული ქმედებებით ხელს უშლიან. 

„ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიღწევაც, ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა  იქნება. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იძენს უკანონო ქმედებების სახეს, ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას - ეკონომიკას, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი," - განაცხადა გახარიამ.       

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^