დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური დევნაა.
„უკვე მეორე თვეა კომიტეტის აპარატი მე მაჯარიმებს კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო, რაც მიმაჩნია, რომ არის რეგლამენტის დისკრიმინაციული მუხლის შედეგი. გარდა ამისა, ვაფიქსირებ, რომ ეს მიმაჩნია ჩემ პოლიტიკური დევნის ფორმად „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ შეუძლებლად ვთვლი კომიტეტის მუშაობაში შემდგომი მონაწილეობა მივიღო. მე აუცილებლად მივმართავ ბიუროს და ოფიციალურად დავტოვებ კომიტეტს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, თქვენი პოლიტიკური ძალა არის ყოვლად სულმდაბალი და მორალისგან დაცლილი“, - განაცხადა ფოფხაძემ.